четверг, 19 декабря 2013 г.

1. პროექტის სახელწოდება:  ,,ვსაუბრობთ ქართული სალიტერატურო ენით".

2.  პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: შევეცადოთ დავიცვათ ქართული ენა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ენის მნიშვნელობას და  იზრუნებენ ქართული ენის ნორმების დაცვაზე;

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ,რათა შეძლონ ქართული ენის მნიშვნელობის განსაზღვრა უძველესი დროიდან დღემდე; გაარკვევენ ,როგორ გადარჩა ქართული ენა  XIX-XX  საუკუნეებში და რა საფრთხის წინაშეა დღეს; შეეცდებიან მოიძიონ ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების  მეტყველებაში დაშვებული შეცდომები და თავადაც აღმოაჩენენ ერთი კლასის ფარგლებში როგორ მეტყველებდნენ და როგორ გამოასწორეს.

5. მონაწილეთა ასაკი: 13-14წელი.VIII კლასი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 3თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  კედლისა და ელექტრონული გაზეთი, ესეები, ელექტრო და ფოტოალბომი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი:  ინტერნეტი, პროექტორი, დამხმარე ლიტერატურა,   ვატმანი.

9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით; მოძიებულ მასალაზე დისკუსიის გამართვა; კედლის გაზეთის შექმნა; ესეების შესრულება.

10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ესგ VIII .1,2,3,10
.      ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·    სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;

ქართ. VIII. 2. მოსწავლეს შეუძლია  ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. 
 ·         ისმენს და კრიტიკულად აფასებს, რამდენად შეესაბამება სხვების მიერ გამოყენებული ენობრივ-სტილური საშუალებები მსჯელობისას გადმოცემულ შეფასებებს, დამოკიდებულებებსა და დასკვნებს;
 ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება. 
·         ამოიცნობს და იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს (მაგალითად, თვალსაზრისისა და არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს არავერბალურ საშუალებებს: ინტერვალს საუბარში, ინტონაციას, ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა. შ.);
 ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
·         პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
·         ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;


11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ეკატერინე კაკაბაძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kakabadzeekaterine1982@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:kakabadze82.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий