четверг, 3 июля 2014 г.

მე-9 დღე:
    წარმოვადგინეთ სასწავლო მასალის გეგმა და დამხმარე მასალები. გადავხედეთ სასწავლო პროექტს და მივეცით დასრულებული სახე.
   ვისწავლეთ , როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო პროცესი პროექტებით, რაც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაზრდას , მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას,
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
   მადლობას მოვახსენებთ ჩვენს ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს.

მე-8 დღე:
    განვიხილეთ როგორ გამოვიყენოთ კითხვების დამის სხვადასხვა ტექნიკა, შევქმენით პრეზენტაცია, დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები


მე-7 დღე:
  წყვილებში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე, მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები, დავგეგმეთ შეფასება მოსწავლეთა თვითრეგულირებისათვის, გავაკეთეთ რეფლექსია.

მე-6 დღე:
 განვიხილეთ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება . შევქმენით სასწავლო ნიმუშები  და შევაფასეთ პორთფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით


მე-5 დღე:
  შევეცადეთ სასწავლო პროექტში მოგვეხდინა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ინტეგრირება, გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს, მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.ასევე განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები.

მე-4 დღე:
 განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, მეთოდები. განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები, შევქმენით შეფასების რუბრიკები.

მე-3 დღე:
   განვიხილეთ პროექტის მახასიათებლები და ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება პროექტის ელემენტების ინტეგრირება პროექტის გეგმაში


1-ლი და მე-2  დღე :
  გავეცანით ინტელის ძირითად კურსის მიზნებს, ამოცანებს, მიმართულებებსა და მოდულებს,
     როგორ უნდა  შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, დავგეგმოთ ძირითადი აქტივობები, რათა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.