საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
სახელი:
ეკატერინე
გვარი: კაკაბაძე
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა.
სკოლა: სსიპ ქ. ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლა
1.
პროექტის სახელწოდება: ,,ქართული
ხალხური ფოლკლორი“.
2.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებისთვის ქართული ხალხური ფოლკლორი უცნობი
იყო.ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ზოგიერთი ნიმუშის სწავლების შემდეგაც მათთვის
ქართული ხალხური ფოლკლორის არსი ბუნდოვანი რჩებოდა, გაუგებარი იყო რას მოიცავდა და
შეიცავდა იგი. აღნიშნულ პრობლემას ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებიც
უჩიოდნენ პირად საუბრებსა თუ კათედრის სხდომებზე. მე-7 კლასში ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების
სწავლების
დროს, დავინახე , რომ მოსწავლეებისთვის
ფოლკლორი ასოცირდებოდა მხოლოდ ხალხურ ზეპირსიტყვიერებასთან , რომელიც თაობიდან თაობას
გადაეცემოდა ზეპირი გზით, ისინი ვერ იაზრებდნენ, რომ ხალხური მრავალხმიანი სიმღერა,
ხალხური ინსტრუმენტები, ცეკვა,
ზღაპარი და მითი და მათი შემადგენელი ნაწილები
ქართულ ხალხურ ფოლკლორს წარმოადგენდა.
3.
პროექტის მიზნები: ქართული ხალხური ფოლკლორის კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირებულობის
გაზრდა , ქართული ხალხური ფოლკლორის შემეცნება
და გაცნობა საზოგადოებისათვის სხვადასხვა ფორმით.
4.
საგნობრივი სტანდარტები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი
ქართ.
VII. 1. მოსწავლეს
შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკრეტულ საკითხთან
დაკავშირებით და ყვება, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე;
·
შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და წარმოადგენს აუდიტორიის
წინაშე;
·
მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას
(პლაკატს, სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).
ქართ.
VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების
გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური
სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
·
მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან
(ენციკლოპედიებიდან, ლექსიკონებიდან, წიგნებიდან, ინტერნეტიდან).
ქართ.
VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური
ორგანიზებისათვის.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას; აგროვებს მასალას;
·
იყენებს სხვადასხვა რესურსს (ლექსიკონს, ბიბლიოთეკას და სხვ.);
·
ადგენს ტექსტის გეგმას;
4. პროექტის ამოცანები; მოსწავლეთაა ცოდნის, ინტერესების, შესაძლებლობების, შეხედულებებისა და გამოცდილების გათვალისწინებით
მათი მოტივაციის გაზრდა; თვითგამოხატვისა და არჩევანის საშუალების მიცემა , წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება; მოსწავლეთა
შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება,მოსწავლის ცოდნის გააქტიურება. ; საზოგადოების ნაწილისთვის (სკოლის მოსწავლეებისა
და კლასის მშობლების) ინტერესის გაღვივება.წაკითხულის ირგვლივ შემოქმედებითი მასალის შექმნის წახალისება.
5. პროექტის განხორციელების წინაპირობები: მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის
მიზნით აქტივობა ,,ასოციაციური რუქის “ გამოყენება,
რათა შეფასებულიყო მათი ცოდნის დონე არჩეული საკითხის ირგვლივ. მათი საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით პროექტის გეგმაზე მუშაობა.დაევალათ მათ მიერ არჩეულ
თემებზე(1.ქართული მითოლოგია; 2.ქართული მრავალხმიანი სიმღერა და მუსიკალური საკრავები;3.
ქართული ხალხური ზღაპარი; 4. ქართული ხალხური ლექსი; 5. ქართული ხალხური ცეკვა.) არსებული მასალის მოძიება და შესწავლა, კვლევის წარმოება
სხვადასხვა ფორმით: ინტერვიუს
აღება, სატელეფონო გამოკითხვა, შემთხვევითობის
პრინციპით გამოკითხვა მოსახლეობის და მე-9 და მე-6 კლასებში ტესტირებული გამოკითხვა
. მიღებული შედეგების მიხედვით მოხდა სტატისტიკის
დადგენა.
6. პროეტის ფარგლებში განსახორცილებელი აქტივობები; კლასის დაყოფა ჯგუფებად, ხუთი ჯგუფის შექმნა გათვლის
პრინციპის გამოყენებით, თითოეული ჯგუფის მიერ
მათთვის სასურველი თემის შერჩევა, ფუნქციების განსაზღვრა და გადანაწილება,ინსტრუქციის
ნაბიჯ-ნაბიჯ მიწოდება, ინფორმაციის მოძიება,
შემოწმება და შესწავლა, სასურველი და საბოლოო
პროდუქტის განსაზღვრა შედეგის მისაღწევად :
კედლის გაზეთისა და Power-Point-ის პრეზენტაციების
შექმნა და გაცნობა საზოგადოების ნაწილისთვის, კონკურსის მოწყობა თემაზე ,,ლექსად ნათქვამი
ქართული ფოლკლორი“ და ბუკლეტების დამზადება.
ვიდეო და ფოტო-მასალის შექმნა.
7. პროექტში მონაწილეეების ასაკი, კლასი: VII კლასი, 12-13 წელი.
8. პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია; პროექტის განვითარებაზე
თვალყურის დევნებისა და მონიტორინგის მიზნით
პროექტისა და მისი ცალკეული ფაზებისთვის შეფასების რუბრიკების გამოყენება ,
მათი მეშვეობით დაკვირვების და ინდივიდუალური შეფასების განხორციელება; მოსწავლეთა მიღწევების შეფასება
ეტაპობრივად, აქტივობებიდან გამომდინარე.
9. პროექტის განხორცილების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები; პროექტის განხორციელების პროცესში შეიძლება წარმოიშვას
პრობლემა ინფორმაციიის გაცნობისა და შესწავლის დროს მასალის სანდოობის და რელევანტურობის თვალსაზრისით.
ამ ხარვეზის პრევენციის მიზნით წინასწარ მითითება იმ ლიტერატურისა თუ ელექტრონულ მისამართების, საიდანაც შეიძლება ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიღება.
10. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა შეისწავლეს თეორიული მასალა ქართულ ფოლკლორთან
დაკავშირებით, ამაღლდა მათი ცნობიერება ,მათი ინტერესების და შეხედულებების გათვალისწინებით შედგენილმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მათი მოტივაციის გაზრდას, აქტიურ ფაზაში
გადავიდა მათი თეორიული ცოდნა , რაც იმით გამოიხატა,
რომ დაადგინეს სტატისტიკა, შექმნეს კედლის გაზეთები, მოაწყვეს პრეზენტაცია და გააცნეს დაინტერსებულ პირებს.
შექმნეს შემოქმედებითი მასალა.
11. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო. 3 თვე
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
||||||||
|
Iკვირა
|
IIკვირა
|
IIIკვირა
|
IVკვირა
|
Iკვირა
|
IIკვირა
|
IIIკვირა
|
IVკვირა
|
Iკვირა
|
|
ინტერვიუს აღება, კვლევის წარმოება
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სტატისტიკის დადგენა
|
|
X
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
ჯგუფებად
დაყოფა, დავალებების მიცემა
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
ინფორმაციის მოძიება
|
|
|
|
X
|
X
|
|
|
|
|
|
ინფორმაციის დახარისხება, შესწავლა
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
კედლის გაზეთების დამზადება
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
Power-Point-ის პრეზენტაციების შექმნა
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
კონკურსის გამართვა
|
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
ბუკლეტების დამზადება.
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
პრეზენტაცია
|
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
Комментариев нет:
Отправить комментарий